logo
ENG



"ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემისადმი უნდობლობას" - რეზოლუცია გვარამიას საქმეზე

09 ივნ 202215:58
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ცალკე პუნქტი დაეთმო მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამის მიმართ გამოტანილ განაჩენს. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გადაწყვეტილებამ ხაზი გაუსვა "სასამართლო სისტემისადმი განგრძობად უნდობლობას".

"გმობს 2022 წლის 16 მაისს მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემისადმი განგრძობად უნდობლობას; ადასტურებს რეპორტიორების საზღვრებს გარეშე მოწოდებას გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით; კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გადაუდებელ აუცილებლობას იმისა, რომ მთავრობამ ნამდვილად წინ წაიწიოს სასამართლო სისტემის რეფორმა ფართო და ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესის გზით, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის მიზნით, ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად", - ვკითხულობთ რეზოლუციაში.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიცირებული. 

თავდაპირველად 6-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა რეზოლუციების საკუთარი ვერსია მოამზადა, შემდეგ კი 5 პოლიტიკური ჯგუფი საერთო ტექსტზე შეთანხმდა, მათ შორის იყო S&D, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორია.

დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში გაუარესებული მედიამდგომარეობის გამო, გმობენ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, ძალადობისა და დევნის ფაქტებს. 

რეზოლუციაში განხილულია 5 ივლისის, ნიკა გვარამიას, ფორმულასა და TV პირველის დამფუძნებლების საქმეები. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობები. დოკუმენტი მოუწოდებს, ჰუმანიტარული მიზნით სააკაშვილის გათავისუფლებას, რათა მან საზღვარგარეთ მკურნალობა მიიღოს. 


close დახურვა